გაიფართოვეთ ჰორიზონტი - თვითმოტივაციის მეთოდები
მიზნის მისაღწევად მოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვებზე უკეთ საკუთარ თავს ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ.
Business Post-ი თვითმოტივაციის 15 მეთოდს გთავაზობთ:

1.ბავშვებთან კომუნიკაცია - ბავშვებთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ სამყარო მათი თვალით დაინახოთ, დაინახოთ თუ რა მარტივად უყურებენ ისინი სამყაროს. თუ ბავშვების მიდგომას გამოიყენებთ, თქვენი გამოცდილებითა და ცოდნით სიტუაციის გართულებას არ შეეცდებით და სერიოზულ საკითხებს ადვილად მოაგვარებთ.

2.შეახსენეთ საკუთარ თავს მიღწევები და მისწრაფებები - მაგალითად, ოჯახური ფოტო დაგეხმარებათ როგორი ბედნიერი ოჯახი შექმენით და სასურველი ოჯახური გარემოს ფოტო მოგცემთ მოტივაციას დასახული მიზანი განახორციელოთ.


3.გამოიყენეთ ვიზუალიზაცია - ვიზუალიზაცია საშუალებას მოგცემთ იდეალური ცხოვრება წარმოიდგინოთ და შესაბამისად, უფრო სწრაფად მიაღწევთ სასურველ შედეგებს. ოცნება კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და მიზნის მიღწევისთვის მოტივაციას აგიმაღლებთ. აგრეთვე, „წარსულთან დაბრუნება“ შეცდომების გაანალიზების საშუალებას მოგცემთ.


4.თავიდან მოიშორეთ ე.წ. შეზღუდული რწმენა - როგორც წესი, შედეგი ვერ მიიღწევა, როდსაც მკაცრი შეზღუდვები არსებობს. როდესაც უშიშრად მოქმედებთ, მიაღწევთ იმას, რის მიღწევაც გსურდათ.

5.განაგრძეთ სწავლა - თუ დიდი შედეგის მიღწევა გსურთ, სწავლა არასოდეს შეწყვიტოთ. მაშინაც კი, როდესაც თქვენი საქმის პროფესიონალი გახდებით, ეცადეთ რომ ახალი რამე ისწავლოთ და უნარები გაიუმჯობესოთ.


6.დაეხმარეთ სხვებს - როდესაც მეგობრებს და თუნდაც უცნობებს ეხმარებით, გრძნობთ, რომ საჭირო ადამიანი ხართ, რომელსაც სხვებისთვის ბედნიერება მოაქვს. ეს თქვენ ძალასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

7.ისწავლეთ ორგანიზებულობა - დაგეგმეთ დღე, სამუშაო ადგილი, შვებულება. ამით თქვენ დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ, რაც სასურველი მიზნების მოკლე დროში მიღწევაში დაგეხმარებათ.

8.გქონდეთ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან - იპოვეთ თქვენისთანა ადამიანი. მხარი დაუჭირეთ მას, გაუზიარეთ გამოცდილება და წაახალისეთ. თუ ერთად იქნებით, მიზნების მიღწევა უფრო ადვილი და სასიამოვნოა.

9.დაისვენეთ - როდესაც მთელი დღე ბევრი სამუშაო გაქვთ, საკუთარი თავი ცოტა მაინც უნდა გაანებივროთ. ძილის წინ გასეირნება დასვენების საუკეთესო საშუალებაა. სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ, იფიქრებთ განვლილ დღეზე და მომავალს დაგეგმავთ. სახლში ან სამსახურში ამის გაკეთება რთულია. თუ გასეირნება არ შეგიძლიათ, საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ.

10.გამოიყენეთ სხვა ადამიანების გამოცდილება - ბრაიან ტრეისმა დიდი ადამიანების ბიოგრაფიების შეისწავლა. გაეცნო მათ ქმედებებსა და შეცდომებს. მან მათ შეცდომებზე ისწავლა. გაანალიზა მათი გამოცდილება და მოგვცა მიზნის მიღწევის ეფექტური მეთოდები.

11.შეაქეთ საკუთარი თავი - შეაქეთ საკუთარი ყველაზე პატარა მიღწევის შემთხვევაშიც კი. ეს ენერგიას მოგცემთ. თუ ყოველთვის კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით, მომდევნო მიღწევებიც უფრო სასურველი და რეალური იქნება.

12.გაიფართოვეთ ჰორიზონტი - წაიკითხეთ სტატიები, წიგნები. შეიძინეთ ცოდნა. შესაძლოა წიგნები თავიდან წაიკითხოთ, რადგან ახლა ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ.

13.მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს - ხშირად სიამაყე საშუალებას არ გვაძლევს სხვებს მოვუსმინოთ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც ასაკით ჩვენზე პატარები არიან. მაგრამ თუ გამოცდილ ადამიანების რჩევას მოვისმენთ, მიზნისკენ უფრო სწრაფად წავალთ.

14.დაზოგეთ დრო და ენერგია - დაივიწყეთ უსაქმურობა, შეზღუდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთანაც დრო გეკარგებათ. ნუ დაკარგავთ დროს უაზრო საუბარში.

15.იყავით ოპტიმისტი - ყოველთვის ეცადეთ, რომ ყველაფერში რაღაც დადებითი დაინახოთ. იცხოვრეთ პრინციპით: „ყველაფერი რაც გაკეთდა, უკეთესობისთვისაა“.

თარიღი: 2018/08/26