საათობრივად ყველაზე მეტი ფულის მშოვნელი ადამიანები
Business insider-მა საათობრივად ყველაზე მეტი ფულის მშოვნელი ადამიანები დაასახელა.

amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი საათში 4,4 მილიონ დოლარს შოულობს, facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი - 1,7 მილიონს, Walmart-ის მფლობელი ელის უოლტონი - მილიონზე მეტს.

ათეულის დანარჩენი ბიზნესმენების საათობრივი შემოსავალი მილიონზე ნაკლებია. ილონ მასკი საათში 684 000 დოლარს შოულობს, ბილ გეითსი - 456 000-ს.

რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, მსახიობი ჯორჯ კლუნი საათში 27 000 დოლარს შოულობს, მომღერალი ბიონსე - 6.8 ათასს.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/27