მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა გაიზარდა
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2018 წლის მე-2 კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა 20.9 მილიონი ლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.5 მილიონი ლარით მეტია. 2017 წლის მე-2 კვარტალში დასაკურებული ქონების მოცულობა 15.4 მილიონი ლარი იყო.

მე-2 კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით დასაკუთრებული ქონების მოცულობა 4.3 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში - ყოველთვის საშუალოდ 1-1.5 მილიონი ლარით იზრდებოდა.

პირველ კვარტალში დასაკუთრებული ქონების მოცულობა 16,6 მილიონი ლარი იყო.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/27