როგორ ეხმარება ბიზნესს მონაცემების შესწავლა 
იმისთვის, რომ ხარისხიანი და სწორი მარკეტინგული კამპანია აწარმოონ, კომპანიები ხშირად მიმართავენ მონაცემების კვლევასა და ანალიტიკას. ბოლო პერიოდში ონლაინკვლევები და სოციალური ქსელების ანალიზი პრობლემის იდენტიფიკაციისთვის აპრობირებული მეთოდი გახდა. 

მაგალითად, პარიზის ერთ-ერთმა ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ  მსგავსი კვლევებისა და მონაცემების ანალიზის საშუალებით დააგინა, რომ მისი მომხმარებლები სასტუმროს მიმართ არც თუ ისე ლოიალურები იყვნენ. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სასტუმროს კლიენტები მასსა და კონკურენტებს შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ. 

კვლევის ფარგლებში, მონაცემების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სასტუმროს მარკეტინგის სამსახურმა დაადგინა, რომ პარიზში თითქმის ყველა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ერთნაირი მომსახურება და სერვისები ჰქონდა და სწორედ ამიტომ იყო კლიენტთა განწყობაც იდენტური. მაგალითად, ყველა მათგანი მომხმარებლებს სთავაზობდა ერთნაირ საჩუქრებს - შამპანურსა და შოკოლადს. 

ამის შემდეგ სასტუმროს მარკეტინგის სამსახურმა გადაწყვიტა მიდგომა შეეცვალა. მათ თავიანთი კლიენტების ინტერესის სფერო შეისწავლეს, გამოიკვლიეს ტანსაცმლის რომელ მაღაზიებს სტუმრობდნენ. რა თქმა უნდა, უმეტესობა მაღალი მოდის სამყაროდ აღმოჩნდა. სასტუმრომ კარგად გამოიყენა ის ფაქტი, რომ სწორედ მის სივრცეში 1947 წელს კრისტიან დიორმა თავისი პირველი კოლექცია წარადგინა და მოდის კვირეულები მოაწყო, რომელიც Dior-ის სტილში იყო. 

პარიზის კიდევ ერთმა სასტუმრომ თავის წარსულიდან კარგად გამოიყენა ის ფაქტი, რომ მას ხშირად სტუმრობდა სალვადორ დალი. ამიტომ გადაწყვიტა მხატვრობის მოყვარულებში გარკვეული ნიშა დაემკვიდრებინა. მან გახსნა გალერეები, მოაწყო გამოფენები, ერთ დარბაზს ეწოდა სალვადორ დალის სახელი და ასევე თანამედროვე მხატვრებისთვის მოაწყო რამდენიმე კონკურსი. 

აღნიშნული კვლევის ჩატარებიდან და ცვლილებების განხორციელებიდან ორივე სასტუმროს მარკეტინგის სამსახურმა დაინახა შედეგი - მომხმარებლების დამოკიდებულება შეიცვალა და უფრო ლოიალურები გახდნენ. ამასთან სასტუმროების მიერ შეთავაზებული სიახლეები პრესასა და სოციალურ ქსელში აქტიურად გაშუქდა, რასაც პარიზელების დადებითი გამოხმაურებაც მოყვა. ბრენდებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივებს კეთილგანწყობა, განსაკუთრებით პარიზში. 

ასე რომ მონაცემების შესწავლასა და ანალიტიკას კარგად შეუძლია ბიზნესს დაანახოს სად და რაშია პრობლემა, მაგრამ მას არ შეუძლია გამოწვევის მიზეზის დადგენა და მით უმეტეს, აღმოფხვრა, ამისითვის უკვე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია საჭირო, რომელიც მონაცემების შესწავლის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

წყარო: hbr

თარიღი: 2019/07/26