ანტიუტოპია ჩინეთში - ტექნოლოგიური პოლიციური სახელმწიფო, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასდროს უნახავს
ქსინჯიანგი არის ჩინეთის პროვინცია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, როგორია თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმული ავტორიტეტული რეჟიმი 21-ე საუკუნეში. 

2008 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ჩინეთის მთავრობამ ეს რეგიონი პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია. არსად სხვაგან მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეაშიც კი, არ არის ასეთი მკაცრი მეთვალყურეობა. პეკინის დასავლეთით მდებარე ამ რეგიონში ოთხჯერ მეტი პოლიციელი მუშაობს, ვიდრე მთელ გერმანიაში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ეს ქსინჯიანგი ჩინეთის ყველაზე კონფლიქტურ რეგიონად იყო მიჩნეული. ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული ბოლო დაპირისპირებას აქ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

გარდა ამისა, მთავრობა მოსახლეობის გასაკონტროლებლად კარგად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქ უამრავი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურაა. ქუჩები სავსეა ვიდეოკამერებით. 



"ერთობლივი ოპერაციების ინტეგრირებულ პლატფორმაზე" ხდება მოსახლეობის მონაცემების შეგროვება, როგორიცაა მაგალითად საბანკო ანგარიშები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და დნმ. 

რეგიონით არაერთხელ დაინტერესდნენ ჟურნალისტები, თუმცა ადგილზე ჩასულ მედიის წარმომადგენლებს ასევე უთვალთვალებენ, როგორც პოლიციელები, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები.

ქსინჯიანგით დაინტერესებულია გერმანელი მკვლევარი ზენსი, როლის თქმითაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ადამიანი გაქრა. მისივე თქმით, ეს რიცხვი მომავალში საგრძნობლად გაიზრდება. 

ქსინჯიანგის დედაქალაქში დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 









თარიღი: 2018/08/28