"რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი კობა ნაყოფიას შვილია
"რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "ტელეკომპანია საქართველოს" 50 %-ის მფლობელი ნიკოლოზ ნაყოფია გახდა. ის "ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას შვილია.

"რუსთავი 2"-ის 22 %-ს ლევან ყარამანიშვილი ფლობს, 18 %-ს - გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტს, 51 %-ს - "ტელეკომპანია საქართველო".

2017 წლის აპრილის მდგომარეობით, "ტელეკომპანია საქართველოში" წილებს ძმები ყარამანიშვილები ფლობდნენ: 60 %-ს ლევან ყარამანიშვილი, 40 %-ს - გიორგი ყარამანიშვილი. 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, 50 %-ის მფლობელი ნიკოლოზ ნაყოფია გახდა, დანარჩენი 25-25 %-ის - ძმები ყარამანიშვილები.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/29