შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა დაინიშნა. ამ პოსტზე მან გიორგი თაბუაშვილი შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა. უწყების ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

ცნობისთვის, 2018 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, მიხეილ დუნდუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საბჭოს წევრი, ასისტენტი, ლექტორი; ტელეკომპანია GDS-ის კონსულტანტი; გადაცემა „20/30“ შპს „ქეფითალ რისერჩ სენთერ”-ის დირექტორი; შპს “ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” (GBC) დირექტორი გახლდათ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად  კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დაინიშნა.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/30