როგორ შევქმნათ ეფექტური კულტურა ორგანიზაციაში
ხშირად ძალიან ბევრ კომპანიაში კორპორატიული ეთიკის პრობლემა დგას. უმეტეს მათგანში ურთიერთობის ფასეულობები მხოლოდ ქაღალდზეა და პრაქტიკაში არ ხორციელდება. ქცევის მოდელების განსაზღვრა დაგეხმარებათ, რომ თქვენს ორგანიზაციაში ეფექტური კულტურა შექმნათ. ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს: 

კორპორაციული ეთიკის კოდექსი 

შექმნით კორპორაციული ეთიკის კოდექსი და უზრუნველყავით, რომ ის მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს. გააცანით ყველა თანამშრომელს და აუხსენით, რომ მათი დაცვა აუცილებელია. კოდექსი მიზანი ორგანიზაციაში ქცევითი ნორმების დაცვა უნდა იყოს, ამიტომ წესები და ინსტრუქციები ამის შესაბამისად შეიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ თანამშრომლებს აუცილებლად ექნებათ გარკვეული პრინციპები და თუკი შესაძლებელია და არ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ქცევის ნორმებს, ისინი უნდა გაითვალისწინოთ. კოდექსის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატური სანქციები გაატარეთ. 

სწორი მენეჯმენტი

ორგანიზაციული კულტურის ფასეულობები და პრინციპები მხარდაჭერილი უნდა იყოს მენეჯმენტის რგოლში. ოპტიმალური მართვის ინსტრუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურის ფასეულობები ერთი მხრივ თანამშრომლებს მოუწოდებს ორგანიზაციის ღირებულებების მიხედვით მოიქცნენ და მეორე მხრივ აღმოფხვრის იმ ბარიერებს, რაც ურთიერთობაში ჩნდება და რაც ხშირად ხდება გარკვეული არეულობის წინაპირობა. ადამიანური რესურსის სწორად მართვა ორგანიზაციაში ამ პრობლემასაც მნიშვნელოვნად ამცირებს და როგორც წესი თანამშრომელთა უმრავლესობა ორგანიზაციის პრინციპებსა და ფასეულობებს არ ღალატობს. 

პერსონალის კომპეტენციის გაზრდა 

ფასეულობების პრაქტიკაში გამოყენების დასანერგად აუცილებელია პერსონალის უნარებისა და კვალიფიკაციის ზრდა. პროფესიონალური სტაფი ადვილი შესაქმნელი არაა და ის ხანგრძლივ პროცესთან და მძიმე სამუშაოსთან არის დაკავშირებული. თუმცა რაც მეტი კვალიფიციური კადრი მუშაობს კორპორაციაში, მით მეტად ხდება კომპანიის ფასეულობებისა და პრინციპების დაცვა. 

წყარო: Harvard Business Review 

თარიღი: 2019/05/28