თბილისში პარასკევს და შაბათს ღამის საათებში ავტობუსები იმოძრავებენ
ოქტომბერში თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ფორუმს ღამის მერები დაესწრებიან.

"ვისაუბრებთ, ვიმსჯელებთ - რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მონაწილეობდნენ. თბილისში პირველი პროექტი ითვალისწინებს პარასკევს და შაბათს ღამის საათებში ავტობუსების დამატებას. პროექტი სექტემბრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება", - ამბობს თბილისის მერი.

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წანასაარჩევნო დაპირება იყო.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძეა.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/31