თქვენს ელ.ფოსტაზე გამოიგზავნა პაროლის აღდგენის ინსტრუქცია
გუდაურის გათოვლიანება 2,3 მილიონი ევრო დაჯდება
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გუდაურის გათოვლიანების მეორე ფაზისთვის სახელმწიფო შესყიდვა უტენდეროდ მოითხოვა. შესყიდვის ღირებულება 2,3 მილიონი ევროა.
პროექტს იტალიური კომპანია Techoalpin SPA განახორციელებს - ხელშეკრულება გაფორმებულია.
სისტემა მე-2 სათხილამურო გზაზე დამონტაჟდება და ექსპლუატაციაში 2019 წლის ზამთრის სეზონზე შევა.
გათოვლიანების პირველი ფაზა 2014 წელს დაიწყო.
გათოვლიანების მიზანია, საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე.
Techoalpin SPA ბაზარზე 1990 წლიდანაა და გათოვლიანების სისტემა 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს დამონტაჟებული.