"თბილისური ბაზარი" - ორგანიზების მომსახურების შესასყიდლად ტენდერი გამოცხადდა
"თბილისური ბაზრის" ორგანიზების მომსახურების შესასყიდლად ტენდერი გამოცხადდა - წინადადებების მიღება 8 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 720 ლარია.

პროექტის მიზანი ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციაა.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოფენა-გაყიდვის სრული ორგანიზება - საგამოფენო არკა, დახლები, განათება, ტრანსპორტირება, მონტაჟი, დემონტაჟი, დასუფთავება და სხვ.

დახლების რაოდენობა არაუმეტეს 100 ცალი უნდა იყოს.

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ თბილისში დამზადებული პროდუქცია.

არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს თამბაქოს ნაწარმი, სათამაშო ბიზნესი, სასმელები, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობაც აღემატება 15 %-ს და სარეკლამო მასალა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 50-მა მეწარმემ.

მიმწოდებელი თავისუფალია ადგილის შერჩევაში.

მიმწოდებელი ვალდებულია, დამოუკიდებლად უზრუნველყოს მერიის შესაბამისი სამსახურებიდან/სხვა სტრუქტურებიდან საჭირო ნებართვების აღება.

გამოფენა-გაყიდვის ხანგრძლივობა უნდა იყოს 7-8 საათი. დაწყების სავარაუდო დრო - 15:00-დან 17:00 საათამდე, დასრულების - 22:00-დან 00:00 საათამდე.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/03