"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტით არავინ დაინტერესდა
"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა - თბილისის მერიის ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ინტერესთა გამოხატვა 15 აგვისტოს დასრულდა. მერია ტენდერს ისევ გამოაცხადებს.

გამარჯვებულს 30 205 კვ/მ ტერიტორიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცემენ. მან კი მერიას მინიმუმ 7 500 კვ/მ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.

ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი სივრცეები - სპორტული მოედანი, ვერტიკალური გამწვანება, სარეკრეაციო ზონა, ავტოსადგომი, შიდა გზები და ა.შ.

მშენებლობა ნებართვის გაცემიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს.

აუცილებელი პირობები:

- კანდიდატს ან მის ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს ბიზნესში ოპერირების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება

- საკუთარი ან მოზიდული სახსრებით შეძლოს მშენებლობის დასრულება

გამარჯვებულად ცნობენ მას, ვინც მერიისთვის მეტ ფართს გაიმეტებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავებაც მონაწილის ვალდებულებაა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/03