"სადილი" - კახეთში ხორცის კონსერვების საწარმო გაიხსნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. ჯამურად 380 660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 190 300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 152 300 დოლარი სახელმწიფო გრანტია.

საწარმოში წელიწადში 100 ტონაზე მეტი კონსერვის წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. იგეგმება ექსპორტზე გატანა.

საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000 დაინერგა.

საწარმო 4 სახეობის კონსერვს უშვებს - "სადილის" სახელით.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/03