გაზის დაბეჭდილ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებენ
"ყაზტრანსგაზ - თბილისი" დაბეჭდილ ქვითრებს ელექტრონულით სრულად ჩაანაცვლებს. მომხმარებელი ქვითარს მობილურ ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებით და ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

ელექტრონულ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბერს შევიდა და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ მათთვის ამოქმედდება, ვინც წერილობით თანხმობას განაცხადებს.

"ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით მათივე თანხმობით 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს", - წერია კომპანიის განცხადებაში.

"ყაზტრანსგაზ - თბილისი" ელექტრონულ რეჟიმზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს.

კომპანიის განმარტებით, ცვლილების მიზანი აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესება და ქაღალდის უდიდესი ეკონომიაა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/03