რატომ არ აქვთ კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგია
სტრატეგიული ფიქრი პერსონალური და ორგანიზაციული უნარების კომბინაციაა, რომელიც საშუალებას იძლევა სტრატეგიული გადაწყვეტილებების ეფექტურად მართვა მოხდეს. სტრატეგიული ფიქრი მოიცავს მთელ რიგ სისტემებს: გადაწყვეტილების მიღებას, ინტელექტუალურ მოქნილობას, დინამიკასა და ჰიპოთეზების გადამოწმებას.

დევ ბუჯიჰავონისა და სიუზან სეგალ-ჰორნის სტრატეგიული მენეჯმენტის წიგნში „რა არის სტრატეგია?“ სტრატეგიული ფიქრის 6 მთავარი მახასიათებელია განხილული:

1.რა არის სტრატეგიული საკითხი და რა არა;

2.ლოგიკური და კრეატიული ფიქრის კომბინაციის უნარი;

3.ანალიზის, შერჩევისა და სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში საჭირო უნარები;

4.სტრატეგიის განსხვავებული დონეების სპეციფიკის გაგება (კორპორაციული სტრატეგია, ბიზნესსტრატეგია, და ფუნქციუნალური სტრატეგია);

5.გარემოს დინამიკის გაგება;

6.სტრატეგიის კონტექსტზე დამოკიდებულების გაგება და გათვალისწინება.

სტრატეგიის სამი დონე

კომპანიას მიზნის მისაღწევად რამდენიმე სტრატეგიის განხორციელება უწევს.

-პირველი დონე კორპორაციაა. პირველი დონის სტრატეგიას კომპანიები რამდენიმე ბიზნესს არეალში ამუშავებენ;

-მეორე დონის სტრატეგია ბიზნეს მოიცავს. ეს არის კომპანიის პირველი პირების დონე, რომელიც კორპორაციის ნაწილია ან სრულიად დამოუკიდებელი კომპანიებია;

-მესამე დონე ფუნქციონალურია. ფუნქციური ზონის მენეჯერების დონეა, რომელიც ფინანსებს, მარკეტინგს, ახალის სერვისებისა და პროდუქტის განვითარებას, პერსონალურ მენეჯმენტს და სხვა სფეროებს მოიცავს. თითოეული სფერო ერთი მთლიანი სტრუქტურის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ასევე კიდევ განიხილება მეოთხე დონე, რომელიც ოპერაციული დონეა და ის კომპანიის წარმომადგენლობით ოფისებსა და ფილიალებს მოიცავს.

ზოგადად კომპანია 2 ან 3 სტრატეგიულ დონეს იყენებს. ხშირად მარკეტერებსა და ბიზნესმენებს შორის უთანხმოებაა. როდესაც მარკეტერი სტრატეგიებზე მუშაობს და ბიზნსმენი კი დიდ დროს მენეჯმენტის აგებაზე, პროდუქტის გრძელვადიან განვითარებასა და კაპიტალის მოზიდვაზე მუშაობს, მარკეტინგულ სტრატერგიაში გარკვევის დრო ნაკლებად რჩება. ბიზნესმენი მარკეტერს სტრატეგიების შემუშავებაში და მიდგომებში ხელს არ უნდა უშლიდეს.

მარკეტინგული შეხედულებით მარკეტინგული საქმიანობის 2 მიდგომა არსებობს:

1.ბიზნესი - მომხმარებელი, 2. მომხმარებელი - ბიზნესი.

პირველი მიდგომა „ბიზნესი - მომხმარებელი“ მოიცავს მარკეტინგული მეთოდებისა და ფუნქციების ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენებას. ფორდი, ტრამპი და ანსოფი და ზოგადად კომპანიების უმრავლესობა პირველ მიდგომას იყენებს. მომხმარებლები, მარკეტინგული მეთოდები  და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება ბიზნეს იდეის სახით ტვინში ილექება.

მეორე მიდგომა

მეორე მიდგომა მარკეტინგული საქმიანობაა, რომელიც „მარკეტინგზე ორიენტირებული კომპანიის“ სახელითაა ცნობილი. Toyota, IKEA, Amazon, Xiaomi, Alibaba და Ozone ამ მიდგომას იყენებენ.

მარკეტინგული სტრატეგია ხდება ფუნქციონალური, მაგრამ სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს კორპორაციის ყველა საქმიანობას, ბიზნეს ერთეულების სტრატეგიის მაღლა დგას.

დრო ფულია

დროის დაკარგვა უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე ფული ან რეპუტაცია. დრო ფულია. ადამიანებს თქვენთვის შემოსავალი მოაქვს ან დროს ხარჯავთ მათ დარწმუნებაში. როდესაც ადამიანების დაყოლიებას ახერხებთ, ფულსა და ენერგიას ხარჯავთ. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება. დროს სჭირდება კონკურენტების ჩამოშორებას, პროდუქტის „აფდეითს“ და ა.შ.

 

 

 

 

 

თარიღი: 2018/09/05