რა იწვევს თანამშრომლებში შიშის განცდას? 
კერძო და საჯარო უწყებების შესწავლამ აჩვენა, რომ რამდენიმე ორგანიზაციაში შიშის კულტურა არსებობს,მათ შორის ისეთებშიც, რომლებსაც ერთი შეხედვით განვითარებული ურთიერთობის კულტურა,შესაბამისი პრინციპები და იდეოლოგიები აქვს. 

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ თანამშრომლებს ლიდერშიფისადმი შიშის განცდა აქვთ:

თანამშრომლებს ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის 

არსებობს მთელი რიგი ორგანიზაციები, სადაც თანამშრომლები დუმილს ამჯობინებენ, მაშინაც კი როდესაც კომპლექსური პრობლემის განხილვა მიმდინარეობს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ეშინათ აზრის გამოთქმის,რადგან შესაძლოა დაუმორჩილებლობად ჩაუთვალონ. რაც არ უნდა გამოცდილი იყოს მენეჯერი, შეცდომისგან დაზღვეული არაა, ამიტომ როდესაც თანამშრომელი მას ამაზე არ მიუთითებს, ეს მხოლოდ ორგანიზაციას აზიანებს. 

მენეჯერისგან უარყოფითი უკუკავშირი

ხშირად პერსონალის დიდ ნაწილი მენეჯერისგან ნეგატიურ უკუკავშირს ელოდება, ესმათ თრგუნავთ, აშფოთებთ და დაუცველობის განცდაც უჩენთ

საერთოდ არ ხდება თანამშრომლების შექება, ან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში

ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც მათ შრომასა და საქმეში წვლილს აღიარებენ. როდესაც მენეჯერი მათ მიმართ მადლიერებას ან არ გამოხატავს,ან ძალიან იშვიათად, ხშირად ვითარდება შიში. 

ძალაუფლების დემონსტრირება 

როდესაც მენეჯერის მხრიდან ძალაუფლების, საკუთარი სტატუსისა და გავლენის დემონსტრირება ხდება ეს თანამშრომლის დემოტივაციასა და დათრგუნვას იწვევს. 

მენეჯერი გარკვევით არ ხსნის თავის მოლოდინებს 

ხშირად თანამშრომლებმა არ იციან მათგან რას ელიან და გარკვეულ საქმისგან რა შედეგს ითხოვენ. როდესაც მენეჯერი გარკვევით არ ხსნის თავის მოლოდინებს, ეს მოქმედებს შესრულებული სამუშაოს შედეგზეც და თანამშრომლის განცდებსა და დამოკიდებულებებზეც

თანამშრომლები არ იზიარებენ კომპანიის ხედვას

ასეთ დროს სამუშაოს შესრულების ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ სასჯელი თავიდან აიცილონ. 

სკეპტიციზმი და ორმაგი სტანდარტები

როდესაც თანამშრომელი გრძნობს, რომ მას გამუდმებით სკეპტიკურად უყურებენ, ან მასსა და მის კოლეგაზე სხვადასხვა წესები ვრცელდება, ეს მის ემოციურ ფონსა და პროდუქტიულობაზე ძალიან მოქმედებს. მენეჯერის მხრიდან არასამართლიანი მიდგომა  ხშირად არის შიშის გაჩენის ინსპირაციაც

მუდმივი მონიტორინგი 

როდესაც თანამშრომლის ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ ის ფიქრობს, რომ არ ენდობიან, ანდა მის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ. მენეჯერები ხშირად ამბობენ: "კარგად, რომ იყოს გაკეთებული, თავად უნდა გავაკეთო". თანამშრომელთან მსგავსი დამოკიდებულების მენეჯერი შეიძლება განიხილოს კარგ მმართველად? 

თანამშრომლებს აქვთ განცდა, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული

 როდესაც თანამშრომელი ვერ გრძნობს, რომ კომპანიისთვის საჭიროა და მიაჩნია, რომ მასზე არაფერია დამოკიდებული. ასეთი დროს თანამშრომელს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის განცდაც შემცირებული აქვს. აქ მენეჯერს აშკარა შეცდომა აქვს დაშვებული. ურთიერთობის ასეთი ფორმა ასევე ხშირად ხდება შიშის გაჩენის ერთ–ერთი ფაქტორი.

 

წყარო: Harvard Business Review 

 

 

 

 

 

თარიღი: 2018/09/05