Taxify-ს ელექტრო სკუტერების ბიზნესში ჩაერთო
ესტონურ Taxify-ს ევროპაში Bird-ისა და Lime-ისთვის კონკურენციის გაწევა სურს - ბაზარზე Bolt-ით შედის.

Bolt-მა ელექტრო სკუტერის გაქირავების სერვისი პარიზში აამოქმედა. კომპანია ევროპის და ავსტრალიის მასშტაბით გაფართოებას გეგმავს.

ელექტრო სკუტერის გაქირავების სერვისი Taxify-მ აპლიკაციაში ჩააშენა.

Taxify-ს აპლიკაცია 2013 წლის აგვისტოდან მოქმედებს - 25 ქვეყანაში 10 მილიონი მომხმარებელი მოიზიდა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/06