ახალი საბაჟო კოდექსი - საჯარო განხილვები იწყება
ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. დოკუმენტი ითვალისწინებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; ბიზნესის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება; იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

პროექტის პრეზენტაცია 10 სექტემბერს გაიმართება. დაიწყება საჯარო განხილვები.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/08