რა გვიშლის ხელს საკუთარი ბიზნესის დაწყებაში? 
ადამიანების დიდი ნაწილი თავის სურვილებს, მიზნებსა და ოცნებებს გულში იმარხავს, რადგან ეშინია. გამბედაობა არც თუ ისე ფართოდ გავრცელებული თვისებაა, არადა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად ის აუცილებელია. 

Harvard Business Review იმ შიშების შესახებ წერს, რომელთა გამოც ადამიანები საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ვერ ბედავენ: 

გამოუცდელობის შიში 

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუკი ბიზნესს დაიწყებენ მათ ცოდნა და კომპეტენცია არ ეყოფათ. ერთ-ერთმა კვლევაში, რომელშიც 2500 ადამიანი მონაწილებდა კითხვაზე „რატომ არ ცდილობთ საკუთარი ბიზნესის დაწყებას?" 83% უპასუხა, რომ არ იცის საიდან დაიწყოს და რომ მას ბიზნესის კეთებისთვის საჭირო ცოდნა არ აქვს. ბუნებრივია, ამაში არის გარკვეული სიმართლე ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა საიდან და როგორ დაიწყონ. ამ შიშის დასაძლევად საუკეთესო გზაა უკვე გამოცდილ ბიზნესმენებს ჰკითხოთ რჩევა. 

კრიტიკის შიში

ადამიანებს ხშირად იდეის გაჟღერების მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ეშინიათ, რომ ფიქრობენ, გარშემომყოფები უარყოფითად შეაფასებენ მას. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ და საკუთარი სურვილებისა და აზრების მიხედვით უნდა იცხოვროთ. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც სხვებს არ მოეწონებათ, ამიტომ საზოგადოებრივი აზრის გამო ბიზნესის წამოწყებაზე უარს ნუ იტყვით. 

წარუმატებლობის შიში 

ხშირ შემთხვევაში ბიზნესის დაწყებაზე ან მის საწყის ეტაპზე მიტოვების უმთავრესი მიზეზი სწორედ წარუმატებლობის შიშია. ეს ფაქტორი დამწყები მეწარმეების უმეტესობას აწუხებს და საკმაოდ რთული დასაძლევია. ამისთვის საჭიროა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა, რომელსაც შეებრძოლებით, რომლითაც გამოცდილებას შეიძენთ და რომლესაც ახალი იდეებისა თუ შესაძლებლობების გაჩენის ინსპირაციად გამოიყენებთ, არათუ საშიში სასარგებლოცაა. გადახედეთ მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ადამიანების ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ არც ერთი დიდი წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. 

რისკის შიში 

გენიალური ან უბრალოდ კარგი იდეა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ გარისკვას ერთეულები ბედავენ. ადამიანების დიდ ნაწილს კომფორტის ზონის დატოვების ეშინია. უნდა გესმოდეთ, რომ თუკი თქვენი დღევანდელობა არ მოგწონთ და რაიმეს შეცვლა ან გამოსწორება გინდათ, სიახლეები რისკის გარეშე არ ხდება. ან გარისკეთ, ან იცხოვრეთ მუდმივად ისე, როგორც დღეს. 

თარიღი: 2019/08/02