შეუქმნის თუ არა საფრთხეს მზის პანელები და ქარის ტურბინები საჰარას
დიდი რაოდენობით მზის პანელებისა და ქარის ტურბინების დამონტაჟებამ შესაძლოა საჰარას კლიმატი შეცვალოს.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, განახლებადი ენერგიის გამოყენება გავლენას წვიმაზე, ვეგეტაციაზე და ტემპერატურაზე მოახდენს.
მეცნიერების დასკვნით, ქარის ტურბინების მოქმედება წვიმის ოდენობას გააორმაგებს, რაც რეგიონს „მწვანეს“ გახდის ანუ მცენარეები გაიზრდება, ხოლო მზის პანელები კი გავლენას ტემპერატურაზე იქონიებს.

მკვლევარები ასკვნიან, რომ იმ ოდენობის ქარის ტურბინების დამონტაჟება, რაც იგეგმება ჰაერის გაგრილებას გამოიწვევს, რაც ატმოსფერული ნალექი წელიწადში 20 მმ-დან 500მმ-მდე გაიზრდება.

მასობრივი ინსტალირებით რეგიონში იმდენი ოდენობის ელექტროენერგიის მიღება შეიძლება, რამდენსაც წლიურად მთელი მსოფლიო იყენებს.

როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, სანამ მასობრივი ინსტალირება დაიწყება, უფრო მასშტაბური კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გარემოს ზიანი არ მიადგეს.

თარიღი: 2018/09/09