Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დანიელ იონგი დაიკავებს
Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დანიელ იონგი დაიკავებს. იონგი მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 10 სექტემბერს შეუდგება. აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ განაცხადა.


ჯეკ მას თქმით, დროა „ჩირაღდანი“ კარგი მუშაობისთვის დანიელს და მის გუნდს გადაეცეს, რადგან მათ შეუძლიათ კომპანია განვითარების ახალ სტადიაზე გადაიყვანონ.

ჯეკ მა კი მუშაობას, როგორც დამფუძნებელი, კომპანიის საპარტნიორო ჯგუფში გააგრძელებს, რომელიც 36 ლიდერისგან შედგება.
დანიელ იონგი Alibaba Group-ში 2013 წლიდან მუშაობს. მანამდე კი Taobao-ში ოპერაციული განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

თარიღი: 2018/09/10