მერია მუნიციპალურ პარკინგებზე "სტაიანშჩიკების" პრობლემის მოგვარებას იწყებს
თბილისის მერია მუნიციპალურ პარკინგებზე "სტაიანშჩიკების" პრობლემის მოგვარებას იწყებს.

"სრული განუკითხაობა და კანონის დარღვევაა, რასაც არ დავუშვებ. აუცილებლად განახორციელეთ მკაცრი მონიტორინგი ყველა იმ ადგილზე, სადაც ხელოვნურადაა ბლოკირებული მუნიციპალური პარკინგი, გამოწერეთ ჯარიმა, განახორციელეთ ყველა სამართლებრივი ქმედება, მათ შორის დემონტაჟი იმ საშუალების, რომლითაც ბლოკირებულია საპარკინგე ადგილები.

"სტაიანშჩიკებისთვის" დახმარებისთვის ფულის გადახდა ნებაყოფლობითია, მაგრამ არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ პარკინგზე, რომლის საფასურსაც მოქალაქეები იხდიან, ვინმეს ავტომანქანის გაჩერება შეუზღუდოს ან დადგას ბარიკადი ან მხოლოდ საკუთარი მანქანა გააჩეროს. ამ განუკითხაობას ვერ დავუშვებთ. დროულად მოახდინეთ რეაგირება", - მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/13