მარიხუანას ლეგალური წარმოება-ექსპორტით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს
გაეროს კვლევით, მარიხუანას ლეგალური წარმოება-ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია.

ქვეყანაში 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, მარიხუანას წარმოება გაორმაგდა - 117 ჰექტარზე 95 ტონა მოსავალი აიღეს.

დიდ ბრიტანეთზე მოდის მსოფლიოში სამედიცინო და მეცნიერული მიზნით გამოყენებული მარიხუანას 45 %. 

ქვეყანა მარიხუანას ყველაზე დიდი ექსპორტიორიც არის - 2016 წელს 2.1 ტონა გაიტანეს, რაც მსოფლიო ექსპორტის 70 %-ია.

მეორე ადგილზე კანადაა, 81 ტონა მარიხუანა მოიყვანეს; მესამეზე - პორტუგალია, 21 ტონით.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/13