პირველი ქართული ვისკი "ჯიმშერი" უკრაინაში გაიყიდება
პირველი ქართული ვისკი "ჯიმშერი" უკრაინაში გაიყიდება. კომპანია ამერიკის, ისრაელის და ინდოეთის ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

"ამერიკის ბაზარზე სერტიფიცირება გავიარეთ. დეგუსტაციის პროცესი მიმდინარეობს", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე.

"ჯიმშერი" ქართულ ბაზარზე 2017 წლის მარტში გამოჩნდა და უცხოურ ვისკიზე 5 %-ით იაფია. თბილისში 100-მდე სუპერმარკეტში იყიდება. ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში 1 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/14