m2: თუ "ცენტრ პოინტი" წინასწარი ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებს, გარიგება ვერ შედგება
m2-ის განმარტებით, თუ "ცენტრ პოინტი" წინასწარი ხელშეკრულების პირობებს 5 ოქტომბრამდე არ შეასრულებს, ხელშეკრულება გაუქმდება და გარიგება ვერ შედგება.

"ცენტრ პოინტმა" მოსახლეობასთან ახალი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს, მიწები გამიჯნოს და m2-ს თავისუფალი აქტივები გადასცეს.

წინასწარი ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა და 6-თვიანია.

თუ "ცენტს პოინტი" პირობებს შეასრულებს, m2 მშენებლობებს დაიწყებს და 3 წლის განმავლობაში დაასრულებს. 

"ცენტს პოინტი" m2-ს შემსრულებლის რანგში ქირაობს და თანხის ნაცვლად თავისუფალ ობიექტებს მისცემს. m2-ს მოქალაქეებთან ურთიერთობა არ ექნება.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლებენ.

მათ 4-4-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 31 მარტს მიუსაჯეს. პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.

მაია რჩეულიშვილის შვილი გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 2017 წლის 6 აპრილს გაათავისუფლეს.

მაია რჩეულიშვილის მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2017 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/14