SpaceX-მა მთვარეზე გამგზავრების მსურველთან შეთანხმება გააფორმა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მთვარეზე გამგზავრების მსურველთან შეთანხმება გააფორმა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთვარეზე მსურველი რაკეტა Big Falcon Rocket-ით გაემგზავრება და მთვარეს შემოუფრენს.

კომპანიაში მოგზაურის იდენტიფიცირებისგან, თარიღისა და მოგზაურობის ხარჯების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.
მასკმა განაცხადა, რომ ის კოსმოსში მოგზაურობას უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

რაკეტა Big Falcon Rocket-ი 106 მეტრი სიმაღლის და 9 მეტრის სიგანისაა.

თარიღი: 2018/09/16