როგორ გადავაქციოთ აბსტრაქტული მიზნობრივი აუდიტორია მუდმივ კლიენტებად
ყოველ წელს ათასობით სტარტაპი იქმნება, მაგრამ მათი უმეტესობა არ ამართლებს. რატომ? ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ზოგიერთი პროდუქტი აბსტრაქტული მიზნობრივი აუდიტორიისთვისაა შექმნილი.

მთავარი გამოწვევა აუდიტორიასთან მუშაობაა. მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან მუშაობას როგორ იწყებთ და როგორ რთავთ მათ დიალოგში. თუ დღეს თქვენ პროდუქტი არ გაქვთ, ერთ წელზე მეტხანს ვერ „გაქაჩავთ“. მაგრამ თუ პროდუქტი გაქვთ, მაგრამ პოტენციურ და რეალურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია არ გაქვთ, ფიასკო გარდაუვალი იქნება.

Business Post-ი გთავაზობთ გზებს, თუ როგორ დაამყაროთ კომუნიკაცია მომხმარებლებთან და როგორ მიიქციოთ აუდიტორიის ყურადღება.


ნაბიჯი 1. როგორ მივიქციოთ აუდიტორიის ყურადღება?

რა თქმა უნდა, პირველი კონტაქტი და მესიჯი ხშირად სარისკოა. პოტენციური მომხმარებლების რეაქცია 100%-ით ვერ იწინასწარმეტყველებთ. შესაძლოა ისინი კომპანიის წარმატებულმა ისტორიამ მიიზიდოს, ან კომპანიის რეკლამაში ჩადებულმა იუმორმა ან კიდევ კომპანიამ მომხმარებლების დრამით კაუჭის მეთოდი გამოიყენოს. კომპანიებმა იმისთვის, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიპყრონ, მათი გაოცება უნდა შეძლონ. კომპანიამ პროდუქტს სხვა თვალით უნდა შეხედოს და მისი რეკლამისთვის „კაშკაშა“ მეტაფორა და მაპროვოცირებელი ემოცია უნდა გამოიყენოს, შესაძლოა, ნეგატიურიც კი.

ნაბიჯი 2. როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება? იყავით შესაფერის დროს შესაფერის ადგილას.

დღეს კომპანიებს არჩევანი არ აქვთ. ისინი ადამიანებთან არიან. თუ მომხმარებლები ონლაინ არიან, კომპანიამ ვებგვერდი უნდა შექმნას და ონლაინ უნდა იყოს. თუ მომხმარებელი ტელეფონით ურთიერთობენ, კომპანიას უფასო ხაზი უნდა ჰქონდეს. კომპანია მომხმარებლებისთვის საპასუხოდ 24/7 მზად უნდა იყოს, რაც პოტენციურ მომხმარებელს მუდმივ კლიენტად აქცევს. 



ნაბიჯი 3. როგორ წამოვიწყოთ დიალოგი? ითამაშეთ თამაში, რომელსაც მომხმარებლები თამაშობენ. 

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და დაუსრულებელი ინფორმაციის ხმაური აუდიტორიის ემოციურ მოლოდინებს წარმოშობს. პასუხის მისაღებად, კომუნიკაციამ არა მხოლოდ სპეციფიკური პრობლემა უნდა გადაჭრას და გაართოს მომხმარებელი, არამედ მის განათლებაში წვლილიც უნდა შეიტანოს. ინეტრაქციისას ადამიანებს სურთ თვითონ დაამტკიცონ: გამოიცნონ „პაზლები“, უპასუხონ მარტივ კითხვებს, ისწავლონ რამე ახალი.

ნაბიჯი 4. როგორ განვავითაროთ ურთიერთობები, განსაკუთრებით კლიენტების გადაწყვეტილების მიღების პროცესში? 

ადამიანები უფრო ფრთხილად არიან, როდესაც კაპიტალ დაბანდებას ახორციელებენ ან თავიანთი ხელებით რაღაცას ქმნიან. მაშასადამე, მომხმარებელს ჰკითხეთ აზრი თქვენს პროდუქტზე, სერვისზე ან დაგეგმილ ინოვაციაზე. რა თქმა უნდა, ყველა სურვილი არ საჭიროებს რეალობად გარდაქმნას, მაგრამ მხოლოდ ასე შეძლებთ კლიენტის საჭიროებების გაგებას, ასე გახდებით მომხმარებლების პარტნიორი. ეს არის ხანგრძლივი ურთიერთობების გარანტი.

 

თარიღი: 2019/11/24