რჩევები, რომლებიც თქვენს საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის 
ბევრი ადამიანის მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ შრომისმოყვარეა, ეფექტურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ძალიან ბევრი საკუთარ დროსა და შესაძლებლობებს არასწორად ანაწილებს და იყენებს. 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური იყოს? -რთულ პასუხებს ნუ ელით. დაიწყეთ ყველაზე მარტივიდან

მაქსიმალურად გააკონტროლეთ დრო. მისი სწორი მენეჯმენტით უამრავ პრობლემას მოაგვარებთ. გამოიყენეთ სპეციალური კალენდარი და ისე შეადგინეთ თქვენი გრაფიკი. გახსოვდეთ, რომ თავაუწეველი მუშაობა მეტ პროდუქტიულობას არ ნიშნავს, დასვენება შრომიუნარიანობის დასაბრუნებლად აუცილებელია. სწორად დაგეგმეთ თქვენი თავისუფალი დრო, ისე რომ შეძლოთ განტვირთვა.

სამუშაო მაგიდა მოაწესრიგეთ. ნუ დააწყობთ იქ ძველ ფაილებს. ნურც მათ, რაზეც ამჟამად არ მუშაობთ. ზოგადად კი ეცადეთ საბუთების უმეტესობა ელექტრონული ვერსიით გქონდეთ. ასე გარშემო ზედმეტისგანაც ადვილად თავისუფლდებით და საჭიროების მათ ადვილადაც პოულობთ. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ონლაინსერვისები, ის უფრო ეფექტურს და მარტივს გახდის ყველაფერს. 

შესასრულებელი სამუშაო დააწყეთ პრიორიტეტების მიხედვით. ნურც სირთულეს ​გაექცევით, პირიქით მისი მოგვარებით დაიწყეთ. 

ეცადეთ, გააკონტროლოთ ძილის გრაფიკი. ადამიანის მუშაობას უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს ისე არაფერი ხდის, როგორც მისი ორგანიზმისთვის საკმარისი ძილი. გახსოვდეთ, რომ მინიმუმ 7 საათს აუცილებლად უნდა დაისვენოთ, ზოგიერთ ადამიანს კი ძალების აღსადგენად მეტიც სჭირდება. ამასთან, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად და დაკავდეთ სპორტით. 

თარიღი: 2018/09/16