საპენსიო სააგენტოს ლევან სურგულაძე უხელმძღვანელებს
სსიპ საპენსიო სააგენტოს ლევან სურგულაძე უხელმძღვანელებს - ის სამეთვალყურეო საბჭომ კონკურსის წესით შეარჩია.

საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოაცხადეს. სულ 70 განაცხადი შევიდა.

კონკურსის ფინალური ეტაპისთვის 8 კანდიდატი შეარჩიეს. მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გასაუბრება გაიარეს. სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე ერთხმად დაამტკიცა. მთავარი ფაქტორები იყო პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და საჭირო უნარ-ჩვევები.

ლევან სურგულაძე სს კავკასიის ბიზნესჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/17