წყალტუბოში მინიმუმ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორცილდება
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყება. ლიცენზიის მფლობელი აუქციონის წესით გაირკვა და გამარჯვებულად სს  „მაიკრონს კავკასუსმა“ გამოცხადდა. 

საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, ლიცენზიის მფლობელმა, მისი ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით მინიმუმ 17  მილიონი ლარის, ხოლო შემდეგ სამ წელში მინიმუმ 13 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად საქართველოს არანაკლებ 80 მოქალაქე დაასაქმოს. 

 

თარიღი: 2018/05/21