სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნება
თუკი გქონდათ ისეთ მმართველთან შეხება, რომელსაც უსამართლოდ თვლიდით,  ალბათ, ფიქრობდით: „მე არასოდეს ვიქნები ასეთი მმართველი!“. ახლა კი თქვენ იკავებთ მმართველ პოზიციას. ძალიან ბევრ დროსა და ძალისხმევას ხარჯავთ სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად და, რა თქმა უნდა, გრძნობთ, რამდენად რთულია კომპრომისის პოვნა.

სამწუხაროდ, სამართლიანობის ობიექტური შეფასება არ არსებობს. ყოველთვის, როდესაც თქვენ ცდილობთ მისი ერთი მხრივ წარმოჩენას, მეორე მხრივ ირღვევა წონასწორობა. საუკეთესო, თუმცა არაიდეალური, მიდგომაა შეისწავლოთ სამართლიაონიბის ტიპები და თითოეულის საჭიროემისამებრ გამოყენება ისწავლოთ. 

დავიწყოთ სამართლიანი გადაწყვეტილების შეფასების სტანდარტული  მეთოდიდან, ანუ შედეგების მიხედვით. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოახერხეთ თუ არა ხარჯებისა და შედეგების სამართლაინი გადანაწილება პროცესის ყველა მონაწილეზე? ასე შეიძლება შეამოწმოთ ყველა თქვენი გადაწყვეტილება: როგორ ანაწილებთ დატვირთვას და შესაძლებლობებს განვითარებისთის; როგორ ახალისებთ და აჯილდოვებთ თანამშრომლებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენი ქვეშერმდომები ყურადღებით აკვირდებიან თქვენს საქმიანობას. თუ თქვენი გადაწყვეტილებები ვინმეს მუდმივად აზარალებს, ის მალევე დაინახავს ამაში უსამართლობას. 

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/09/18