PlayStation Classic-ი წინაპარზე პატარა იქნება
Sony 25 წლის წინანდელი PlayStation-ის პირველი მოდელის ანალოგს გამოუშვებს. PlayStation Classic-ი წინაპარზე 45 %-ით პატარაა, ვიზუალი და სხვა მახასიათებლები - უცვლელი. 

PlayStation Classic-ს 20 კლასიკური ვიდეოთამაში მოჰყვება. კომპლექტშია 2 კონტროლერი და HDMI-კაბელი, რომლითაც მონიტორს უერთდება.

PlayStation Classic-ი ბაზარზე 3 დეკემბრიდან გამოჩნდება და 99.99 ევრო ეღირება.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/19