11 რამ, რაც უნდა ბიზნესის დაწყებამდე უნდა იცოდეთ
ბიზნესის მართვა მთავარი პრიორიტეტია

თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდნად სწორად მართავთ ბიზნესს. წარმატების ფორმულა დაახლოებით ასე გამოიყურება: დროის მხოლოდ 15% უნდა დახარჯოთ სხვადასხვა საქმიანობაზე, ხოლო 85% სრულიად დაუთმოთ ბიზნესს ანუ მარკეტინგს, ადმინისტრირებას, გაყიდვებს, სტრატეგიების შემუშავებას და უამრავ წერილთან მუშაობას.

მოგიწევთ საკუთარი თავის მიღება და შეყვარება

დროთა განმავლობაში თქვენი სისუსტეები თქვენს რესურსად იქცევა და ნელ-ნელა შეიყვარებთ საკუთარ თავს და მიიღებთ სიამოვნებას იმ პროცესისგან, რომელიც მიგიყვანთ საკუთარი თავის სრულყოფილებისკენ.

ისეთივე ხანგრძლივ გზას გაივლით წარმატებისკენ, როგორც სხვები, მიუხედავად თქვენი უნიკალურობისა

შეიძლება ფიქორბდეთ, რომ თავდაუზოგავი შრომით წარმატებას უმოკლეს ვადებში მიაღწევთ და ამაში სხვებსაჯობებთ, თუმცა მალევე მიხვდებით, რომ მწარედ ცდებით და მოგიწევთ იმავე გზის გავლა, რაც სხვებმა გაიარეს.

იჯდებით ფულის გარეშე და ეს ნორმალურია

ბიზნესის წარმოებისას აუცილებლად შეხვდებით წარუმატებლობას და გაივლით პერიოდს, როდესაც უფულოდ მოგიწევთ ჯდომა, თუმცა როდესაც დაძლევთ ამ კრიზისს, თქვენი შეჩერება შეუძლებელი იქნება. მიხვდებით, რომ არაფერია იმაზე უკეთესი დარჩე უფულოდ და გააცნობიერო, რომ აკეთებთ საყვარელ საქმეს.


უნდა გქონდეთ შემოსავლის რამდენიმე წყარო


არ იფიქროთ, რომ დამატებით სამსახურზე მუშაობა დააზარალებს თქვენს ძირითად საქმეს. თუ ფიქრობთ, რომ რამდენიმე ადგილას ერთდროულად მუშაობა ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ, თამამად გადადგით ეს ნაბიჯი.


წაიკითხეთ სტივენ ფრესფილდის წიგნი „აკეთე საქმე“

ბიზნესის მართვა ძალიან რთული საქმეა და ამ პროცესში ყველაზე ხშირად საკუთარ თავთან ჭიდილი გიწევთ. ფრესფილდის წიგნი დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ სწორ ღირებულებეზე.

ნაკლები იკვლიეთ, მეტი აკეთეთ

შეეშვით სხვადასხვა ბლოგების კითხვას მარკეტინგზე, ადმინისტირრებაზე და ა.შ. - ეს მხოლოდ დროს გართემვთ, უმჯობესია სრულად კონცენტრირდეთ საქმეზე.

დათანხმდით მხოლოდ იმ საერთო პროექტებს, რომლებიც ღირს თქვენს ძალისხმევად


სანამ ახალ კონტრაქტს გააფორმებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, პრიორიტეტი უნდა იყოს თქვენი ბიზნესის მოგება და არაფერი სხვა.


უნდა გახდეთ შეუდარებელი გამყიდველი - ამაზე დროს ნუ დაზოგავთ


როდესაც ქმნით რაიმე პროდუქტს, მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი გაყიდვა, სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევთ. უნდა გაიაზროთ რა ტიპის გამყიდველი ხართ და როგორ გსურთ პროდუქტის რეკლამირება.

ფოსტა გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი და მტერი


ელექტრონული მიმოწერა კლიენტებთან და არა მარტო, თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა აუცილებელია ისწავლოთ შემოსული წერილების დახარისხება, რათა გაიმარტივოთ სამუშაო და დახარჯოთ ნაკლები დრო უსარგებლო მიმოწერებზე.


გადაანაწილეთ სამუშაო

ნუ დაუთმობთ თქვენს სამუშაოს კვირის შვიდივე დღეს. გადაანაწილეთ საქმე სამუშაო დღეებზე, ხოლო ამ პერიოდშიც ეცადეთ, განიტვირთოთ, მაგალითად, სადილის შემდეგ გაისეირნეთ.

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/09/20