როგორ განვეწყოთ პოზიტიურად, როდესაც სიტუაცია ნეგატიურისკენ იცვლება
სიტუაცია ნეგატიურისკენ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, ამიტომაც ყველასთვის მნიშვნელოვანია პოზიტიურად ფიქრი ისწავლოს და ტრაგიკულ სიტუაციებშიც მშვიდად დარჩეს.


Business Post-ი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

1.მხარდამჭერთა ჯგუფი

პოზიტიურობის შესანარჩუნებლად მხარდამჭერთა ჯგუფის ყოლა მნიშვნელოვანია. ჯგუფი, რომელიც რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ უარყოფით ადამიანებსა და შეხედულებებს, რომლებიც თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს.

2.მადლიერების გრძნობა

ყველაზე ცუდ მომენტებშიც კი უნდა გვახსოვდეს იმის, რომ ჩვენს ცხოვრებაში არის რაღაც რისი არსებობის გამო მადლიერები უნდა ვიყოთ. ახლო მეგობრებთან მადლიერება გამოხატეთ, რაც თქვენზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

3.გონების გაწვრთნა

ნუ იფიქრებ საკუთარ თავზე უარყოფითად. არ დაუჯეროთ სხვებს, როდესაც თქვენზე უარყოფითად საუბრობენ და გეუბნებიან, რომ რისი მიღწევაც გსურთ წარმოუდგენელია. დადებითისკენ მომართეთ გონება. როდესაც უარყოფითზე იწყებთ ფიქრს, სცადეთ და ის დადებითით შეცვალეთ.



4.ფიზიკური აქტივობა


როგორც გონების ასევე სხეულის ვარჯიშიც მნიშვნელოვანია. ვარჯიშის შედეგად ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც თავს უკეთ გვაგრძნობინებს. ვარჯიში არის როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი და ემოციური უპირატესობა. ფიზიკური აქტივობა უარყოფით ემოციებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა.

5.გამოსავლის ძებნა

ჩვენ გამუდმებით ვიცვლებით და ამ ცვლილების მიღება ცხოვრების ნაწილია, რომელიც კიდევ უფრო მეტის მიღებაში გვეხმარება. სცადეთ დადებითი ასპექტების პოვნა. მაგალითად, თუ ცუდ სამსახურეობრივ სიტუაციაში ხართ, რას აკეთებთ? იღებთ ისეთს როგორიც არის და ცდილობთ უკეთესობისკენ შეცვალოთ? შესაძლოა ან ახალი სამსახურის ძებნას იწყებთ. დადებითი ფიქრების ძალა გვეხმარება გავუმკლავდეთ უარყოფთ მოვლენებს, როგორც კი გაჩნდება.




წყარო: lifehack.org 

 

თარიღი: 2018/09/23