ვაშენებთ ხარისხის კულტურას
დღეს პროდუქტის ხარისხის საკითხი ყველაზე უფრო სენსიტიურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მომხმარებლები მსოფლიოს ყველა ადგილას ტექნოლოგიებით აღჭურვილ უნაკლო პროდუქტებს, მიუხედავად შედარებისა, ადვილად ვერ პოულობენ. რომელიმე საიტზე ერთი დაკლიკვით რომელიმე პროდუქტზე ექსპერტების შეფასება ან „ამაზონის“ მომხმარებლების შეფასებები შეგიძლიათ ადვილად იხილოთ. ჩვენ დაბალი ხარისხის შემოთავაზებების შესახებ გვაფრთხილებენ და თუ პროდუქტის ხარისხით იმედაცრუებული ვრჩებით, ჩვენ ამას სოციალურ ქსელებში ვაფიქსირებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლების 26%-მა შენაძენის შესახებ უკმაყოფილება ერთხელ მაინც გამოთქვა.

კომპანიებს უფრო და უფრო ცოტა უფლება რჩებათ შეცდომის დასაშვებად. ბევრ ინდუსტრიაში პროდუქციის ციკლი ძირს ეშვება. როგორც კი მსოფლიო ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის და ბიზნესი სტაბილურდება, თანამშრომლები დაუსრულებელი სტრესისა და ზედმეტი სამუშაოს გამო ჩივიან.

ასეთ ვითარებაში მენეჯერებს ხარისხის გარანტიასთან დაკავშირებით ახალი მიდგომების გამომუშავება უწევთ. ორი წლის განმავლობაში კომპანია CEV-ი ცდილობდა კითხვაზე - როგორ შევქმნათ კორპორატიული კულტურა პასუხი გაეცა.

ხარისხის ნამდვილი კულტურა გარემოა, სადაც დასაქმებული წესებს მკაცრად არ მისდევს, მაგრამ ხედავს რომ ყველა მის გარშემო ცდილობს სრულყოფილებას მიაღწიოს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რესპოდენტების მხოლოდ ცოტა ნაწილს სჯერა, რომ ხარისხი კორპორაციის ღირებულების მთავარი ნაწილია და დაახლოებით 60 % ამბობს, რომ მათ ხარისხის გაუმჯობესების შესახებ საუბარი არ უწევს.

კომპანია ხარისხთან მიმართებაში სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ კომპანიაში ნამდვილი ხარისხის კულტურის შესაქმნელად, ეს საკმარისი არ არის. აქ რამდენიმე ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს:

ლიდერშიპი

ხარისხის საკითხში ლიდერშიპის პერსონალური მაგალითი მნიშვნელოვანია. წამყვანმა ამერიკულმა მწარმოებელმა Seagate Technologies, რომელსაც 14 მილიარდ კაპიტალს ფლობს, ასეთი სიტუაციის დიაგნოსტირებისთვის სპეციალური მეთოდი შეიმუშავა. კომპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ხარისხის კულტურისთვის საჭირო და აუცილებელ პირობებზე, რომელიც ასევე აუცილებელ ქცევის უნარებს მოიცავს. ხარისხის კულტურა დაფუძნებულია კომპანიაში თანამშრომლებს, თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობაზე.

ჩართულობა და მხარდაჭერა

კომპანია HGST-მა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლების პირადი ინიციატივები, სოციალური პოზიტიური გავლენის გამოყენებით, წაახალისა. თანამშრომლების მუშაობის ამსახველი პლაკატები ხალხმრავალ ადგილებში გამოიფინა. აღნიშნულის მიზანი იყო, რომ ყველასთვის შეეხსენებინათ, რომ ხარისხზე ზრუნვა ყველას ვალია. კომპანია მიხვდა, რომ აღნიშნული არამარტო ფინანსური სარგებელის მომტანია არამედ თანამშრომლების ინციატივების წამხალისებელიცა.

პერსონალური პასუხისმგებლობის განათლება


კომპანია Wrigley-მ შექმნა სპეციალური პროგრამა „ხარისხი მოქმედებაში“, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი გარკვეულ სიტუაციებში. კომპანია ასევე „ბრეინსტორმინგს“ ახორციელებს, სადაც დასაქმებულები მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომების პოვნას ცდილობენ და ამ შეცდომის აღმოფხვრის გზებს ეძებენ. ორგანიზაციები ყველა ადმინისტრაციულ მეთოდს იყენებენ კორპორაციული კულტურის ხარისხის გაუმჯობესებაში.


კომპანიის ხელმძღვანელობა ასეთი კულტურის აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს. კულტურა, კრიტიკული სიტუაციების დროს გადაწყვეტილების მიღების დროს, თანამშრომლების სპეციალურ ცოდნასა და უნარს მოითხოვს. თუ მომხმარებელი უფრო მკაცრი იქნება ხარისხის საკითხში კომპანიის პროდუქტის ან სერვისთან დაკავშირებით, ეს მიდგომა კომპანიას მთავარ კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.

თარიღი: 2018/09/25