მარკეტინგში ადამიანები და ციფრები ერთი და იგივე არაა
მარკეტოლოგებს ტელევიზიის ერა მართლაც მოსწონდათ. ადვილი იყო თავის მოჩვენება, რომ მსოფლიოში ყველაფერი მარტივი და თვლადი იყო: ციფრები და მთავარი დემოგრაფიული ინდიკატორები ფართო აუდიტორიისთვის ზუსტი იყო.

ახლა კი თვითონ ადამიანები წყვეტენ მედიის ე.წ. კონტენტს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სათქმელის აუდიტორიამდე მიტანა ადვილია. სტატიების გაზიარება, ვიდეოებისა და სხვა მასალების შექმნა ჩვენი პლანეტის უმრავლესობის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. თუმცა ახლა არავინაა კმაყოფილი „საკმაოდ ზუსტი“ მონაცემებით.

მიუხედავად ამისა, კომპანიები ჯერ კიდევ ძველი მეთოდით მოქმედებენ და ცდილობენ ჩვეულ ჩარჩოში ახალი მედია შექმნან. იხილეთ 3 მეთოდი, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ:

2 ადამიანი მონაცემთა ბაზაში - კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმატება დამოკიდებულია საიტზე ვიზიტორების რაოდენობაზე, „დაკლიკვაზე“, ლაიქებზე, გვერდზე ვიზიტორის ყოფნის დროის ხანგრძლივობაზე და ა.შ. აუდიტორია რაოდენობით მონაცემთა ბაზად გარდაიქმნება, რომელიც ადვილად გროვდება.

კომპანიები დიდ ინვესტიციას დებენ სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრის შეგროვებასა და დამუშავებაში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ ადვილად შეუძლიათ ეს მასალები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.

ამასთან, არსებობენ კომპანიები, რომლებიც აუდიტორიას არ უსმენენ და მათ აზრს ყურადღებას არ აქცევენ. მონაცემთა ბაზები კი მარკეტოლოგებისთვისაც მიმზიდველი ტრენდია.

დისტანციის შენარჩუნება - ე.წ. კონტენტი სუბიექტად გარდაიქმნება, აუდიტორია კი გარკვეული ინფორმაციის პასიურ გარემოდ. „ვირუსული შიგთავსი“ (იგივე დემოტივატორი) იძლევა მეცნიერულ ახსნას. ისინი ამბობენ, რომ ადამიანებს უბრალოდ არჩევანი არ აქვთ - ისინი იღებენ და ანაწილებენ კონტენტის გარკვეულ ნაწილს.

პროგრესულად მოაზროვნე მარკეტოლოგები აუდიტორიას ჯერ კიდევ სოციალურად დაკავშირებულ ქსელებად განიხილავენ და არა როგორც ციფრებად. ერთერთი ყველაზე პოპულარული კონცეფცია მარკეტინგში არის ე.წ. გავლენა, რომელსაც ადამიანების დიდ საზოგადოებად ჩამოყალიბება შეუძლია. მათ, როგორც ბრბოს მხოლოდ მწყემსი სჭირდებათ, რომელსაც დაუფიქრებლად გაჰყვებიან.

ადამიანებს აიძულებენ გააკეთონ ის, რაც სხვებს მიაჩნიათ სწორი - მარკეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ მთლიანად ინდუსტრია ფოკუსირებულია დარწმუნების ხელოვნებაზე. აიძულებენ ადამიანებს გააკეთონ ის, რაც კორპორაციას სურს. მარკეტოლოგებიც ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც ტელევიზიის ეპოქაში აკეთებდნენ.

ზოგიერთი კომპანია ხვდება, რომ მომხმარებლები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი პროდუქტი ან სერვისი. ამიტომაც ასეთი კომპანიების მარკეტინგი და კომუნიკაციის დეპარტამენტი აუდიტორიის ინტერესებს ითვალისწინებს და მათ საუკეთესო სერვისსა და პროდუქტს სთავაზობს.

თარიღი: 2018/09/26