სჭირდება თუ არა სუპერვაიზერი ბიზნესს
ინგლისურ ენაში არსებობს ასეთი სიტყვა - სუპერვაიზერი, რომელიც ზედამხედველს, დამკვირვებელს ნიშნავს. ამ პროფესიის ადამიანები ბევრ სფეროში, მათ შორის ბიზნესშიც არიან. მათი ძირითადი ფუნქციაა პერსონალის მუშაობის კონტროლი. ის პასუხისმგებელია თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. 

ხშირ შემთხვევაში სუპერვაიზერს არ აქვს უფლებამოსილება მიიღოს ან გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუმცა შეიძლება ეს მისი მოთხოვნით მოხდეს. 



რას აკეთებს სუპერვაიზერი

ის თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია წავიდეს იქ, სადაც უმცროსი პერსონალის შესამოწმებლად მარკეტინგული ქმედებები ხორციელდება. თუმცა მისი მუშაობა არ მოიცავს მხოლოდ ინსპექტირებას, ხშირად შესასრულებელი ამოცანები ბევრად უფრო ფართოა და საწარმოს საქმიანობის სპეციფიკითაა განსაზღვრული. 

რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეს სუპერვაიზერს

თანამშრომელებისთვის დავალებისა და ფუნქციების გადანაწილება

სამუშაო პროცესში დარღვევების აღმოფხვრა; სხვადასხვა სიტუაციებში საგანგებო გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ შეექმნას საფრთხე დაკისრებული სამუშაოს შესრულებას. 

  • სამუშაო გრაფიკის განხორციელების ზედამხედველობა
  • ​თანამშრომელბის რესურსებით უზრუნველყოფა - მატერიალური, საინფორმაციო, ტექნიკური
  • პერსონალის მუშაობის ანალიზი და შეფასება
  • პერსონალის მიერ სამუშაოს შესრულებისას გამოვლენილი ხარვეზისა და პრობლემის გამოსწორება 
  • თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზება 
  • სტაფში კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდება 
სუპერვაიზერმა უნდა იცოდეს შრომითი სამართალი,  ბიზნესის წარმოების საფუძვლები, საწარმოს წარმოების პროცესის ტექნოლოგიური თავისებურებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ასევე უნდა შეეძლოს კომპიუტერული პროგრამების თანამედროვე საშუალებების გამოყენება და პერსონალის ინფორმირება. 

მან მუშაობისას უნდა იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპით და გამოიყურებოდეს არა როგორც ინსპექტორი და ზედამხედველი, არამედ თანაშემწე, დამხმარე. 

კარგი ხელმძღვანელი გუნდში სასიამოვნო ატმოსფეროს ყოველთვის ქმნის და სწორედ ასეთი გუნდი იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას არასტანდარტულ და რთულ სიტუაციებში. ის კომპანიის არა მხოლოდ მოგებაზეა პასუხისმგებელი, არამედ კაპიტალზეც. 

 

თარიღი: 2018/09/26