ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას პირველად ისტორიაში ქალი ხელმძღვანელი ეყოლება.

CNN-ის ინფორმაციით, სტეისი კანინგემი ბირჟის საბჭოს 67-ე პრეზიდენტი ხვალ ოფიციალურად გახდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას, მისი 226 წლის არსებობის განმავლობაში, ქალი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, საფონდო ბირჟას ნაზდაკსაც ქალი ხელმძღვანელობს. ნაზდაკის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი 2017 წლის იანვრიდან ადენა ფრიდმანია.

თარიღი: 2018/05/23