გინდათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? - შეცვალეთ ჩვევები
„ფრირაიდინგი“ როგორც თავისუფალი წერილი ისე ითარგმნება და ხშირად მას წერის პრაქტიკას და ან „დილის გვერდებს“ უწოდებენ.
ეს მეთოდი წიგნების, პროექტების წერისთვის და ახალი იდეების მოსაფიქრებლად გამოიყენება. წერას შემდეგი თანმიმდევრობით იწყებთ:


1.წერისას თავს ძალას არ ატანთ; 2. წერეთ სწრაფად და შეუწყვეტლივ; 3.მუშაობთ დროის გარკვეულ მონაკვეთში; 4.წერეთ რასაც ფიქრობთ; 5.განავითარეთ ფიქრი; 6.იყავით ყურადღებით.

წერეთ სწრაფად, მაგრამ ისე რომ არ დაიღალოთ. გრამატიკა, მართლწერა და პუნქტუაცია შეიძლება იგნორირებულ იქნას. ჩართეთ ტაიმერი და წერეთ სანამ დრო არ ამოიწურება.

ეს მეთოდი ახალი იდეებისთვის გამოიყენება. ამ ტექნიკის წყალობით ადამიანს ბევრი და განსხვავებული იდეა მოსდის. თუ წერა არ მოგწონთ, შეგიძლიათ კომპიუტერთან იმუშაოთ.

როგორ გამოვიყენოთ „ფრირიადინგი“ კრეატიული პრობლემის გადასაჭრელად?

1.დაწერეთ კითხვა, რომელსაც გსურთ, რომ უპასუხოთ;

2.პასუხის გასაცემად ოპტიმალური დრო 7 წუთია. ჩართეთ ტაიმერი;

3.დაწერეთ ყველაფერი, რაც თავში აზრად მოგივათ;

4.თუ საინტერესო იდეას წააწყდებით, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და იმუშავეთ იდეაზე 5-7 წუთი;

5.მიუბრუნდით სხვა ჩამოწერილ იდეებს და საინტერესო იდეები მონიშნეთ.

თარიღი: 2018/09/27