WIZZ AIR-ი ბარგის საძიებო გლობალურ სისტემას შეუერთდა
ბარგის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, Wizz Air-ი SITA WorldTracer-ს შეუერთდა - სიახლე ავიაკომპანიას დაკარგული ბარგის დაბრუნების ხანგრძლივობის შემცირებაში დაეხმარება.

SITA WorldTracer-ი ბარგის საძიებო გლობალური სისტემაა, რომელიც დაკარგული ბარგის დაბრუნებაში 460-ზე მეტ ავიაკომპანიას 2 800-ზე მეტი აეროპორტის მასშტაბით ეხმარება.

2017 წელს 4 მილიარდზე მეტი მგზავრი გადაადგილდა - 1 000 მგზავრზე 5.57 ჩემოდანი დაიკარგა. ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/27