მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია მიმდინარეობს
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის მოთხოვნით მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში.

სუბიექტმა უნდა იცოდეს, ჩამონათვალიდან რომელ საქმიანობას ახორციელებს და საიდენტიფიკაციო მონაცემები.

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/27