საინვესტიციო გარემოს თვალსაზისით, საქართველო 47-ე ადგილზეა
საინვესტიციო გარემოს თვალსაზისით, საქართველო 47-ე ადგილზეა. ამის შესახებ International Business Compass 2018-ის კვლევაშია ნათქვამი. გასული წლის კვლევაშიც საქართველო 47-ე ადგილს იკავებდა. აღნიშნულ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-იდან 60,43-ია. კვლევა სამ ინდიკატორს მოიცავს: ეკონომიკურს, პოლიტიკურ-სამართლებრივსა და სოციო-კულტურულს.

პოლიტიკურ-სამართლებრივ ინდიკატორში საქართველო 73 ქულით მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 5 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია. 53-ე ადგილზეა ქვეყანა სოციო-კულტურული კრიტერიუმით, ხოლო ეკონომიკური გარემოს შეფასებით კი 57-ზე. ეკონომიკური გარემოს კრიტერიუმში გასულ წელს საქართველო 48-ე ადგილზე იყო.  

რეიტინგში პირველ ადგილზეა სინგაპური, მეორეზე ჰონგ-კონგი, მესამეზე კი შვეიცარია. 

 

თარიღი: 2018/05/24