20 რჩევა, რომელიც ცვლილებებისკენ განგაწყობთ
ბევრ ადამიანს ცხოვრების შეცვლა სურს, მაგრამ შესაძლოა, არ ჰქონდეს გაცნობიერებული კონკრეტულად რას გულისხმობს ის, შესაბამისად განხორციელებაც რთულია. Business Post-ი მწარმოებელისა და ბლოგერის, ჯეიმს ალტუშერის 20 რჩევას გთავაზობთ, რომელიც ცვლილებებისკენ განგაწყობთ:

1.თქვენ პიროვნულად იმ ადამიანების გარემოცვაში ყალიბდებით, ვისთანაც დროს ატარებთ. დროს ნუ კარგავთ იმაში, რაც ცხოვრებას გიწამლავთ.

2.ყოველდღიურად გაიუმჯობესეთ ცოდნა და ისწავლეთ ის რაც გიყვართ. წელიწადში 1%-ით გაუმჯობესება მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. ეს უფრო მეტია ვიდრე რასაც ადამიანების 99.9 % აკეთებს.

3.თავისუფალი იყო არ ნიშნავს დამოკიდებული იყო სხვა ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ზრუნავს თქვენს თვითგანივითარებაზე.

4.მადლიერება და შიში ერთად ვერ თანაარსებობენ. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ დაფუძნებულია განვითარების სურვილზე ან შიშზე. მაგრამ მხოლოდ შინაგან ხმას შეუძლია გვიჩვენოს პირველი მიმართულება.

5.სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არსებობენ. პირობითად ისინი შეიძლება „+“ „-  და „=“აღვნიშნოთ. ჯგუფი „=“ თქვენი დონის ადამიანები არიან და შეგიძლიათ ერთად განვითარდეთ. „-„ ადამიანები არიან, რომლებიც თქვენს უკან დგანან და შეგიძლიათ ასწავლოთ. „+“ კი არიან ადამიანები, რომლებისგან ბევრს ისწავლით.

6.ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად ენერგია გჭირდებათ: ფიზიკური, ემოციური, კრეატიული და სულიერი. სცადეთ ამ ენერგიით აივსოთ.

7.იმისთვის, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი იყოთ, იკვებეთ სწორად, ბევრი იმოძრავეთ და გამოიძინეთ. ეს ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორებია.

8.იმისთვის, რომ ემოციურად ჯანსაღად იყოთ, დიდი დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, რომელსაც უყვარხართ და გაფასებთ.

9.კრეატიული პოტენციალის გასავითარებლად, ყოველ დღე 10 ახალი იდეა დაწერეთ. არ აქვს მნიშვნელობა კარგი იქნება თუ ცუდი. 3 თვეში საუკეთესო იდეების გენერატორი გახდებით.

10.იმისთვის, რომ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წარსულზე სინანულს ნუ დაიწყებთ და მომავალზე ნუ იღელვებთ. აწმყოს წუთები ერთადერთი რამეა რაც გვაქვს.

11.ყოველთვის სცადეთ, რომ სხვებს დაეხმაროთ. ნუ ეცდებით სარგებლის პოვნას და ასევე თუ თქვენ რამეს დაკარგავთ და არ დაგიფასდებათ, ამასაც ნუ ინერვიულებთ.

12.ნუ დათმობთ პრინციპებს. გახსოვდეთ, რომ ერთგულების გარეშე პრინციპებს აზრი არ აქვს. სწორად განსაზღვრეთ თქვენი პრინციპები და ღირებულებები. ამით ცხოვრების არ შეგეშინდეთ.

13.ეჭვის შეტანა ყველაფერში, რომელზეც ფიქრობთ, რომ იცით და გესმით. ბევრი ფაქტორი, რომელიც უდაო ჩანდა, შეცვლილა. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც წერენ და ამბობენ. ყოველთვის დასვით კითხვები. ეს სკეპტიკურად ფიქრს განგივითარებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

14.ჩვენ ყველა არარაციონალურად ვფიქრობთ. გასაკვირი არაა, რომ ჩვენ იშვიათად ვართ მართლები. ამის შესახებ ნუ დაგავიწყდებათ. იარეთ წინ და წარუმატებლობა დაამარცხეთ.

15.სხვას ნურაფერში დაადანაშაულებთ. ალტუშერმა თქვა, რომ მან ბირჟაზე ფული დაკარგა. მას ურჩიეს, რომ ბირჟის ბროკერისთვის ეჩივლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მას სჯეროდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, რადგან ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, მათ შორის დაეჯერებინა ბროკერისთვის. თქვენ ყოველთვის ისწავლით რაღაცას, თუ აღიარებთ თქვენს ბრალეულობას. გაანალიზეთ წარუმატებლობა და ისწავლეთ შეცდომებისგან. ასე უკეთ გახდებით.

16.ფოკუსირება პროცესზე მოახდინეთ და არა შედეგზე. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ისწავლით და გამოცდილი ადამიანებისგან მიღებულ რჩევას გაითვალისწინებთ და შედეგის წინასწარმეტყველებას არ დაიწყებთ, ხვალ უკეთესი ადამიანი გახდებით, ვიდრე დღეს იყავით.

17.ფული მეორეხარისხოვანია.

18.ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.

19.პირობის დარღვევა თქვენს ღირსების გრძნობაზე ცუდად იმოქმედებს, ამიტომ პირობა აუცილებლად შეასრულეთ.

20.ნებისმიერი წინაღობა ხელსაყრელი პირობაა. გახსოვდეთ ეს და არასოდეს დანებდეთ.

20 რჩევა, რომელიც ცვლილებებისთვის განგაწყობთ

ბევრ ადამიანს ცხოვრების შეცვლა სურს, მაგრამ არ იცის. Business Post-ი მწარმოებელისა და ბლოგერის, ჯეიმს ალტუშერის 20 რჩევას გთავაზობთ, რომელიც ცვლილებებისთვის განგაწყობთ:

თარიღი: 2018/09/27