რა საიდუმლოებებს ფლობენ წარმატებული ადამიანები?
ყველამ იცის, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში წარმატების მიღწევას ახერხებენ, გარკვეულ საიდუმლოებებს ფლობენ. 

1. წარმოუდგენელი ამბიცია

წარმატებული ადამიანები ცდილობენ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ განსაკუთრებით მიზანდასახული ადამიანებისთვის ამბიცია ყველაზე მნიშვნელოვანი მანტრაა. წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი საიდუმლო წარმოუდგენელი, დაუჯერებელი ამბიციაა.

2. გადაწყვეტილების მიმღები

თუ მიზანდასახული ხართ, ყველა დაბრკოლება, რომელიც შეგხვდებათ უმნიშვნელო იქნება. ეჭვი არ არსებობს, წარმატებას მხოლოდ მოქმედებით მიაღწევთ. იყავით რისკიანი და გადაწყვეტილების მიღების არ შეგეშინდეთ.

3. რეალისტი ოპტიმისტი

ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მზის ნათებას ყოველ წუთს 100%-ით არ უნდა ელოდოთ. არ უნდა იფიქროთ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. უმჯობესია იფიქროთ, რომ თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, რასაც მოინდომებთ, თუ ცხოვრების გზაზე ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.

4. ურყევი რწმენა

მიზნის მიღწევისას რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან აუცილებელია თქვენსა და სამყაროს შორის ბალანსი იყოს შენარჩუნებული. ყველაზე წარმატებული ადამიანები ითვალისწინებენ სისუსტეებსა და შეცდომებს, ისევე როგორც წარმატებას. ისინი ხვდებიან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შეუძლიათ იმ მიზნების მიღწევა, რომელიც მათ დასახეს.

5. დიდსულოვნება

ეს ადამიანის შინაგან სამყაროზე დაფუძნებული კონცეფციაა. ყველაზე წარმატებული ადამიანები მათ გარშემო მყოფ ადამიანებზე ზრუნავენ: გუნდის წევრებზე, მომხმარებლებზე და ოჯახზე. მათ უყვართ გაცემა და როდესაც სხვებს აძლევენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, სიამოვნებას იღებენ.

6. ორმხრივი პატივისცემა

წარმატებული ადამიანები არამარტო კოლეგებს და გუნდის წევრებს, არამედ ყველა ადამიანს პატივს სცემენ. მათთვის ადამიანი მნიშვნელოვანი და ღირებულია. ადამიანის წარმატების მიღწევაში მისი შინაგანი ბუნება დიდ როლს თამაშობს.

7. ხელსაყრელი შემთხვევების მაქსიმალიზაცია

წარმატებული ადამიანები არიან პირველები, რომლებიც ძველი კონცეფციის ახლებურ ვარიანტებს ქმნიან და ინტერაქციის ახალ გზებზე ფიქრობენ. ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, წარმატებულს არამარტო ერთ ადამიანს, არამედ ყველას ხდის.

8. ინოვაციური ფიქრები

იმისთვის, რომ გახდეთ წარმატებული, ცხოვრება უნდა შეისწავლოთ. უნდა მოემზადოთ არამარტო წარმატებისთვის, არამედ მარცხისთვისაც. მარცხი/წარუმატებლობა ცუდი სიტყვა არ არის. ყველა ინოვაციური ფიქრი შეცდომებზე სწავლას მოიცავს და უზარმაზარ ცოდნას აგროვებს.

9. მუდმივი ცნობისმოყვარეობა

იმისთვის, რომ იყოთ გამარჯვებული, გამუდმებით ცოდნის გაღრმავებას უნდა ცდილობდეთ. როდესაც ადამიანი ცნობისმოყვარეა, ის უფრო კრეატიული ხდება. ეს მას ეხმარება უფრო თავისუფალი გახდეს, რომელიც პიროვნულ ზრდაში დაეხმარება.

10. კონცენტრაცია

როგორც ყველა წარმატებულმა ადამიანმა იცის, პროფესიული გატაცება არის ხელსაყრელი პირობა იმის გასაკეთებლად რაც მოსწონს და ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომლითაც წარმატების მიღწევა შეიძლება. უნდა იმუშაოთ გარემოში, რომელიც განვითარების შესაძლებლობას გაძლევთ. თუ ეს გაქვთ, წარმატებისთვის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ.

 

თარიღი: 2018/09/30