შეცდომები, რომელთა დაშვებაც თქვენს ბიზნესს დააზარალებს
ბიზნესგეგმის არარსებობა 

ბიზნესგეგმა ჯერ კიდევ ბიზნესის დაწყებამდე უნდა შექმნათ. მისი არსებობა აუცილებელია. ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე მიზნები და შესაძლებლობები. 

წარმოების დაწყება ბაზრის შესწავლის გარეშე 

სანამ პროდუქციას ბაზარზე გაიტანთ, ჯერ შეისწავლეთ მისი საჭიროება. გაითვალისწინეთ მომხმარებლის აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობა არ აგცდებათ. 

არასწორი არჩევანი 

აკეთეთ ის და აწარმოეთ ის, რაც გამოგივათ. ნუ მიბაძავთ სხვებს, იქონიეთ საკუთარი ნიშა. 

არანაირი სიახლე 

დრო და დრო პროდუქციისა თუ სერვისის განახლება აუცილებელია. თუკი თქვენ მიერ გამოშვებული ნაწარმი წარმატებულია, არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება და სიახლეზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ. 

რატომ დაბალი ფასი? 

თუკი თქვენი პროდუქცია კონკურენტთან შედარებით იაფია, ამაზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობას დაკარგავთ. 

მომხმარებელთან არასწორი კომუნიკაცია 

თუკი კლიენტს, ან მომხმარებელს დროს ფუჭად დააკარგვინებთ, მას სამუდამოდ დაკარგავთ. მაგალითად, თუკი დიდხანს ალოდინებთ, ან უსასრულო რიგში დგომას აიძულებთ. 

გსურთ იყოთ ყველასთვის სასურველი 

თქვენი პროდუქცია ყველა სეგმენტისა და კატეგორიის კლიენტისთვის ვერ იქნება. ნუ ეცდებით, ყველას მოეწონოთ, ეს შეუძლებელია. ასევე გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილო მომხმარებლის არსებობა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა მისი დაიგნორება, ფაქტობრივად, დამღუპველი. 

თარიღი: 2018/10/01