ცვლილებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარების და ვაკანტურ პოზიციებზე გამოსაცხადებელი კონკურსის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ვაკანსიებზე კონკურსი რიგითი და საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტების შესარჩევად გამოცხადდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურა სრულად განახლდა.

ფუნქციები უფრო ეფექტიანად გადანაწილდა და დაემატა ახალი კომპეტენციები.

იგეგმება თანამშრომლების გადამზადება სასწავლო კურსების, გაცვლითი პროგრამების და წარმატებულ ორგანიზაციებში პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით.

გამოიკვეთა საინჟინრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის პროექტების მართვის და სხვა მიმართულებების გაძლიერების აუცილებლობა.

გამოვლინიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში უცხოელი ექსპერტების გრძელვადიანი ჩართვის საჭიროება. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ: საინჟინრო პროექტების მართვა და ანგარიშგება, სტიქიების პრევენცია, ტრანსპორტის ეკონომიკა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საერთაშორისო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული აქტივების მართვა, გეოლოგია გეოტექნიკა, გარემო და განსახლება. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გეგმავს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის გაძლიერებას, ავტომატური მართვის დანერგვას და შესაბამისი კადრების შერჩევას.

ვაკანსიები განთავსდება www.georoad.ge-ზე, www.hr.gov.ge-ზე, www.jobs.ge-ზე.

 

ავტორი:
თარიღი: 2018/10/02