Colliers International-ი გამოფენა Cityscape Global 2018-ის სპონსორია
2 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური გამოფენა Cityscape Global 2018 დაიწყო.

Cityscape ბიზნესჰაბია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებს და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან.

გამოფენა Dubai World Trade Centre-ში ტარდება, 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება და 300-მდე მონაწილეს მასპინძლობს.

Cityscape Global 2018 კონფერენციით გაიხსნა და მისი ერთი-ერთი სპონსორი Colliers International-ი იყო, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 69 ქვეყნის უძრავი ქონების ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს მოიცავს.

Cityscape Global 2018-ში სპეციალური მოწვევით მონაწილეობს Colliers International Georgia. კომპანია გამოფენის ფარგლებში დამსწრეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, შესაძლებლობებს და პროექტებს გააცნობს. წარმოდგენილი პროექტები უმეტესად საცხოვრებელ და სასტუმრო მიმართულებებს მოიცავს.

გამოფენაზე ცხადად დაფიქსირდა საქართველოში ინვესტირების მიმართ მზარდი ინტერესი.

Colliers International Georgia აქტიურად იწყებს მუშაობას ახალი პლატფორმის შექმნაზერომლის მიზანია, საშუალება მისცეს დეველოპერებს, პროექტები წარადგინონ მომავალი წლის გამოფენაზე და Cityscape Global-ის მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ მათი პროდუქტი.

წყარო: propertygeorgia.ge

ავტორი:
თარიღი: 2018/10/04