პრიანკა ჩოპრა ინვესტიციას სოციალურ აპლიკაცია Bumble-ში დებს
ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა ინვესტიციას სოციალურ აპლიკაცია Bumble-ში დებს. BBC-ის ცნობით, ის ასევე აპლიკაციის მრჩეველი და პარტნიორი იქნება. მსახიობის მიზანია მამაკაცებთან ურთიერთობაში ქალების ინიციატივის გამოჩენა წაახალისოს.

Bumble სოციალური და გაცნობის აპლიკაციაა, სადაც პირველი კონტაქტის დამყარება მამაკაც მომხმარებლებთან მხოლოდ ქალ მომხმარებლებს შეუძლიათ.

მომხმარებლებს აპლიკაციის გამოყენება  Facebook-ის მეშვეობით შეუძლიათ. აპლიკაცია 2011 წელიდან მოქმედებს. 2017 წლის მონაცემებით მას 22 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. Forbes-ის მიხედვით კი, კომპანია 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ჩოპრა იმ ცნობილი ადამიანების სიაშია, რომლებსაც ტექნოლოგიები აინტერესებს. მსახიობმა ეშტონ კაჩერმა კაპიტალი AirBnb-სა და Spotify-ში ჩადო. ლეონარდო დიკაპრიო, ბიონსე და ტირა ბენკსი კი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც მხარს ტექნოლოგიურ ვენჩურულ (სარისკო) პროექტებს აქტიურად უჭერენ.

თარიღი: 2018/10/05