რისკი სიცოცხლით – მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილები ტურისტებისთვის
მსოფლიოში უამრავი ადგილია, სადაც გამგზავრება ძალიან სახიფათოა. მათი მონახულებით ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით რისკავს, თუმცა ამ ადგილების უმეტესობა ტურისტების სიმცირეს მაინც არ უჩივის. 

ნატრონის, ანუ სოდის ტბა, ტანზანია 

                            

ტანზანიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი მდებარეობს. ეს არის სოდის ტბა, რომელიც გამოირჩევა თავისი ქიმიური შემადგენლობით. მასში არც ერთი ცოცხალი არსება არ ბინადრობს, უფრო მეტიც, გოგირდწყალბადის მაღალი შემცველობის გამო, ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც წყალს შეეხება, მოკვდება. შესაბამისად ტბაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. 

სიკვდილის ველი,  აშშ
                           

სიკვდილის ველი აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიასა და ნევადას შტატებს სორის მდებარეობს. სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს დამშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას თიხის ფსკერი, რომელსაც იქ არსებული ფენომენის გამო უწოდებენ მოძრავი ქვების ველს. ამ დამშრალი ტბის ფსკერზე მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები, რომლებიც მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ. სიკვდილის ველის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ტემპერატურა +56.7 °C. აქ ადამიანი წყლის გარეშე მაქსიმუმ 14 საათს ძლებს. 

                           

ქეიმადა-გრანდი, ბრაზილია 

                            
                            

ბრაზილიაში, სან-პაულოდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს კუნძული ქეიმადა-გრანდი. ის მსოფლიოში ცნობილია როგორც „გველების კუნძული". აქ  4 000 მეტი სახეობის გველი ბინადრობს. ბრაზილიის კანონმდებლობით, ტურისტებისთვის ამ კუნძულზე წასვლა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, კუნძულზე მოგზაურები მაინც იპარებიან. 

                             

 ოიმიაკონი, რუსეთი

                             

რუსეთში მდებარე სოფელი ოიმიაკონი მსოფლიოში ყველაზე ცივი დასახლებული ადგილია. აქ დაახლოებით, 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად, საქონლისა და ცხენის ხორცით იკვებებიან. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1924 წელს -72 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო იანვარში სოფელში -50 გრადუსი ჩვეულებრივი ამბავია. ზამთარში აქ ტურისტებისთვის ჩასვლა რეკომენდებული არაა, რადგან მათი უმეტესობა მკაცრ კლიმატს ვერ უძლებს. 

                             

დანაკინის უდაბნო, ეტიოპია–ერიტრეა–ჯიბუტი

                             

​დანაკინის უდაბნო აფრიკის სამი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე საშიში ადგილია. აქ ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს და ყოველი ფეხის ვულკანური გეიზერებია, რომლიდან მთელი დღე–ღამის განმავლობაში ცხელი და შხამიანი სითხე იფრქვევა. მიუხედავად ასეთი ხიფათისა მისი თვალწარმტაცი სილამაზე მაინც უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. 


კიერაგბოლტენი, ნორვეგია 

                          

კიერაგბოლტენი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქვაა, თუმცა ის კლდეებს შორის​, უფსკრულების თავზე 1084 მეტრზე მდებარეობს და სწორედ ეს ხდის მას ძალიან სახიფათო ადგილად. აქ ასვლას ყოველწლიურად საკმაოდ ბევრი ტურისტი ცდილობს, კიერაგბოლტონზე დადგომა მხოლოდ ძალიან წყნარ ამინდშია რეკომენდებული, რადგან კლდეებს შორის აზიდული ქვიდან ადამიანის გადაგდება ქარის მცირეოდენ ნაკადსაც თავისუფლად შეუძლია. 

                          

მადიდის ეროვნული პარკი, ბოლივია 

                            
მადიდის ეროვნული პარკი ბოლივიის ტერიტორიაზე, მდინარე ამაზონის ზემო აუზში მდებარეობს. ის პერუში მდებარე მანუს ეროვნულ პარკს ემიჯნება და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. მადიდის ეროვნული პარკი მოიცავს როგორც ანდების მთების მყინვარებით დაფარულ მწვერვალებს, ასევე მდინარე ტიუჩის გასწვრივ მდებარე ტროპიკულ ტყეებს, რის გამოც ბილოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ტერიტორიაა. პარკის ტერიტორიაზე უამრავი აგრესიული და შხამიანი მცენარე ხაროვს. მათთან შეხებით მიღებული თუნდაც მცირე ჭრილობა შეიძლება ინფექციის მიზეზი გახდეს. მცენარეების გარდა, მადიდის ეროვნულ პარკში უამრავი შხამიანი მწერი ბინადრობს, რომელთა მხოლდო შეხებაც კი შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მოუხედავად ამისა, დაცულ ტერიტორიაზე მაინც უამრავი ტურისტი ჩადის. ის არა მხოლოდ ბოლივიის არამედ, მსოფლიოს ერთ–ერთ ულამაზეს ადგილადაც მიიჩნევა. 

                          
                          

ვაშინგტონის მთა, აშშ 

                            

ვაშინგტონის მთის მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე ქარიანი ადგილია მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლე 1 917 მეტრია. ქარის მაქსიმალური სისწრაფე 327 კმ/სთ-ია, რასაც ემატება -40 გრადუსი ტემპერატურა მუდმივი თოვლით. ასეთი პირობები ვაშინგტონის მთას მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად აქცევს.

პატაია, ტაილანდი 

                          

ტაილანდის ყველაზე ცნობილი ტურისტული ზონა პატაია თავისი ბუნებრივი პირობებით განსაკუთრებულია და აქ ყოველწლიურად უამრავი მოგზაური ჩადის. თუმცა, სულ რაღაც ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ აქ ნიანგების ფერმა მდებარეობს, რომელიც ტურისტებს "ატრაქციონით" მომსახურებას სთავაზობს. "ატრაქციონი" არის ბორანი, რომელიც ნიანგებით სავსე ტბაში ადამიანებით სავსე შედის. ბორანზე მყოფ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნიანგი გამოკვებოს კიდეც. "ატრაქციონის" შესახებ მხოლოდ ადგილობრივებმა იცოდნენ და პატაიაზე ჩასულ ტურისტებს ექსტრემალურ მგზავრობას სთავაზობდნენ. თუმცა, 2016 წელს ერთ–ერთმა ადამიანმა ნიანგებით სავსე ტბაზე მოტივტივე ბორანის ფოტოები, რომელზეც ბავშვებიც იყვნენ, სოციალურ ქსელში განათავსა. ამის შემდეგ ნიანგების ფერმას პოლიცია ესტუმრა და თავდაპირველად ის მხოლოდ 90 დღით დახურა, რადგან უსაფრთხოება შეემოწმებინა, შემდგომ კი "ატრაქციონით" გართობა საერთოდ აიკრძალა, თუმცა, როგორც ჩანს, ფოტოებმა არა მხოლოდ პოლიციის არამედ ექსტრემალური გართობის მოყვარული ადამიანების ყურადღებაც მიიზიდა და პატაიაში ბორანით გასეირნების მსურველი უამრავი ადამიანი ჩავიდა. ამის გამო "ატრაქციონი" ისევ ნებადართული გახდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვით – ნიანგების ტბაში შესვლა მხოლოდ სრულწლოვან ადამიანს, შესაბამისი ხელშეკრულების დადების შემდეგ შეუძლია. 


ზოგადად, კურორტი პატაია მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი ტურისტული ზონაა. ულამაზსი ბუნების გარდა მოგზაურებს აქ კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრყქტურაც დახვდებათ. კურორტზე უამარავი პირველი კლასის სასტუმრო, ბარ–რესტორნი და ღამის კლუბია. პატაიაზე სამოგზაურო ტურებს არაერთი ქართული ტუროპერატორი ახორციელებს. 


                         
                         


თარიღი: 2019/03/01