საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში მიღებას ითხოვს
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში მიღებას ითხოვს - ინიციატივა ბუდაპეშტში ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წამოაყენა.

"ის განვითარება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ტურიზმის კუთხით, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ქვეყანა მოწინავე ადგილზეა რეიტინგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

კონფერენციას ესწრებოდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშით, საქართველო ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.

წყარო: რადიო თავისუფლება

ავტორი:
თარიღი: 2018/10/08